ერთად გავაძლიეროთ ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი
მიზანი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის განვითარების გზით. აღნიშნული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თვითშეფასების ამაღლებას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მათ სოციალურ ინტეგრაციას და თვითრეალიზაციას.
პროექტი ხორციელდება თბილისსა და კახეთის რეგიონში (თელავის მუნიციპალიტეტი).
შედეგი
პროექტი გააუმჯობესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქოემოციურ კეთილდღეობას და გაზრდის სოციალურ ჩართულობას თბილისსა და თელავში. საპილოტე სერვისის დანერგვა ინოვაციური პრაქტიკის შექმნას შეუწყობს ხელს, ხოლო მოწვეული ფსიქოლოგებისა და სტუდენტების გადამზადება ადგილობრივი ადამიანური რესურსის და განსახორციელებელი სერვისის ხარისხს გაზრდის. ეროვნულ დონეზე, პროექტი შექმნის სისტემურ და გრძელვადიან ეფექტს. შემუშავებული ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მინიმალური სტანდარტი, კვლევის ანალიზთან ერთად -,, ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურების ბარიერები“ - შექმნის მტკიცებულებით ბაზას აღნიშნული სერვისის სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრაციისთვის.